„გუშინ სამხედრო ნაწილი მოწინააღმდეგის არტილერიამ დაბომბა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. ბევრი დაღუპულია. 70 უკრაინელი ჯარისკაცისთვის სასაფლაოზე ადგილებს ამზადებენ“, – დაწერა ჟივიცკიმ Facebook-ში.
მისივე თქმით, დაღუპულები არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
ჟივიცკის ინფორმაციით, ქალაქში ბევრი რუსი ჯარისკაცის ცხედარი ნახეს და მათ გადასვენებაზე წითელი ჯვარი მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სუმის ოლქს უკრაინული მხარე აკონტროლებს.